суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე  მოდული 5    30.09.2017


      ისევ საინტერესოდ დაიწყო დღევანდელი ტრენინგი.ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი გაზეთის პრეზენტაციები,ერთობლივად მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა,კოლეგიალური რჩევები.გადავედით სახელმძღვანელოზე.დავიწყეთ მუშაობა მეხუთე მოდულზე : მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.(პროექტის გეგმა,თანასწორთა უკუკავშირი,ჯგუფებზე დაკვირვება,არასტრუქტურული გამოკითხვა)ამ შეფასების მეთოდებსა და მიზნებს.
გავეცანით გაზეთისთვის  შეფასების ჩეკლისტს, შეფასების რუბრიკას,ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ისინი,რა გავითვალისწინოთ რომ დასახულ მიზნამდე მივიდეთ.
ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე,შევიტანეთ ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების სტრატეგიები,მათი მიზნები და მეთოდები.
      ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო.ბევრი რამ ახალი იყო.საინტერესო იყო გაზეთის შეფასების რუბრიკისა და ჩეკლისტის შექმნა.ვიმედოვნებ რომ ხვალინდელი დღე ბევრად საიტერესოს წარიმარტება..... 

 
    

ტრენინგის მეექვსე დღე მოდული 4
  

     ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ ბლოგზე ფაილების ატვირთვით..ვისწავლე როგორ შევქმნა სასწავლო ნიმუშები.გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- ,,გაზეთი’’.სავარაუდო ნაშრომის შექმნის დროს მივხვდი ,რო მოსწავლეებს უნდა მივაწოდო დავალებებისა და ინფორმაციების დასაზუსტებელი წყაროები.კერძოდ: გაზეთის გამოცემამდე მოიძიონ ინფორმაცია დასახელებულ თემაზე (ინტერნეტი,ბიბლოიოთეკა და .).ეს ყველაფერი მათ განუვითარებს 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს:კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრაციფრული წიგნიერება, ურთიერთთანამშერომლობის უნარ-ჩვევები.

   ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო .....მადლობა

ტრენინგის მეხუთე დღე მოდული 3 -კავშირები
       
            ტრენინგის მეხუთე დღეს ერთობლივად განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები .ერთმანეთს გავუზიარეთ რჩევები და შნიშვნები.  გავეცანი  საავტორო უფლებების დაცვის ფორმატებს
 APA  -  რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო კვლევის ნაშრომებისათვის და
MLA  - რომელიც გამოიყენება ხელოვნების ნამუშევრებისათვის. ვიმუშავე სახელმძღვანელოში მოცემულ შაბლონებზე.აგრეთვე ვისწავლე  ბლოგზე ფაილების ატვირთვა,მეხსიერების დისკზე მასალების ატვირთვა,მეხსიერების დისკზე ავტვირთე პრეზენტაციის საინფორმაციო ბუკლეტი,პროექტის პრეზენტაცია,რომელიც შემდეგ გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ვისწავლე ბლოგის გაფორმება ,მასალის კორექტირება,ფონის შეცვლა,კომენტარების დაწერა გვერდის შექმნა და დამატება
დღევანდელი დღე საინტერესო იყო ,უამრავი ახალი ინფორმაცია  დავეუფლეთ

  ძალიან დიდი მადლობა რუსას.

 ტრენინგის მეოთხე დღე  

      ტრენინგის მეოთხე დღეს თითოეულმა  პედაგოგმა წარადგინა მის  მიერ მომზადებული, პროექტის  თემების შესაბამისი, მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები.ერთად  ვიმსჯელეთ რა იყო შესასწორებელი, ჩასამატებელი, მოხდა აზრთა გაცვლა -გამოცვლა.
    დავიწყე პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა. განვიხილეთ შეფასების გეგმები, მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების დადგენის სტრატეგიები. ვიმუშავე სახელმძღვანელოში მოცემულ პროექტების პრეზენტაციების  შაბლონებზე. თავად ავაწყე ჩემი პროექტის პრეზენტაციაც.
    ვისწავლე ჩემს ბლოგზე ჩანაწერების რედაქტირება, წაშლა, გრაფიკული გამოსახულებების ჩასმა.
   დღევანდელი დღე ჩემთვის ნამდვილად  სასარგებლო იყო.


     ტრენინგის მესამე დღე (მეორე მოდული)16.09.
  
      ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ თითოეული პედაგოგის მიერ  წარმოდგენილი  პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები, განვიხილეთ თითოეული მათგანი, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები თუ რისი შეცვლა ან დამატება იყო საჭირო.
დავიწყე  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. განვსაზღვრე სტანდარტები საგნების მიხედვით, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. ვიმუშავე მიმართულების საკვანძო კითხვებზე (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), რას მოიცავს თითოეული მათგანი,  რა განსხვავებაა მათ შორის.პროექტის გეგმის დეტალურად შედგენა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება პროექტის განხორციელებისათვის, რაც სასურველ შედეგზე გამიყვანს.
       ჩემთვის  ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი
ტრენინგის მეორე დღე პირველი მოდული

    
     ტრენიგის მეორე დღეს განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც სახელმძღვანელოდან ელექტრონულ პორტფოლიოში გადმოვწერე და შევარჩიე ჩემთვის და პროექტისთვის მორგებული სამი უნარ-ჩვევა.აგრეთვე განვიხილეთ ბუკლეტის დანიშნულება და არსი.გავეცანი ბუკლეტების ნიმუშებს. საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა და მზა ბუკლეტის შაბლონებზე მუშაობა.
ჩემს მიერ დამზადებულ ბუკლეტით მივაწვდი, სკოლის ადმინისტრაციას, ინფორმაციას ჩემი პროექტის შესახებ.
    ეს ტრენინგიც საინტერესოდ დამთავრდა ახალი საინტერესო ინფორმაციით....
ტრენინგის პირველი დღე  08.09.2017.

      დავიწყე    ტრენინგი ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება".ტრენერი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გადმოსცემდა შესასწავლ მასალას.საინტერესო და გასაგებ ენაზე.
      თავდაპირველად მიმოვიხილეთ კურსი,  რას მოიცავს და როგორი  სარგებელის მომტანია, რა განსხვავებაა პროექტსა და გაკვეთილს შორის.      მიმოვიხილეთ სახელმძღანელოში მოცემული ინფორმაციები: მოდულები, აქტივობები, რესურსები. განვიხილეთ პროექტის გეგმა. ვისწავლე როგორ მოვიძიო ადვილად და სწრაფად სახელმძღვანელოში ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც მოვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა, ჩეკლისტი, რესურსები, შეფასების რუბრიკა.ვისწავლე ბლოგის  შექმნა.

           ტრენინგის პირველი დღე  ჩემთვის  ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა,იმედი მაქვს რომ მომდევნო დღეები უფრო საინტერესო იქნება არამარტო ჩემთვის არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც...