суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე  08.09.2017.

      დავიწყე    ტრენინგი ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება".ტრენერი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გადმოსცემდა შესასწავლ მასალას.საინტერესო და გასაგებ ენაზე.
      თავდაპირველად მიმოვიხილეთ კურსი,  რას მოიცავს და როგორი  სარგებელის მომტანია, რა განსხვავებაა პროექტსა და გაკვეთილს შორის.      მიმოვიხილეთ სახელმძღანელოში მოცემული ინფორმაციები: მოდულები, აქტივობები, რესურსები. განვიხილეთ პროექტის გეგმა. ვისწავლე როგორ მოვიძიო ადვილად და სწრაფად სახელმძღვანელოში ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც მოვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა, ჩეკლისტი, რესურსები, შეფასების რუბრიკა.ვისწავლე ბლოგის  შექმნა.

           ტრენინგის პირველი დღე  ჩემთვის  ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა,იმედი მაქვს რომ მომდევნო დღეები უფრო საინტერესო იქნება არამარტო ჩემთვის არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც...

Комментариев нет:

Отправить комментарий