суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე  მოდული 5    30.09.2017


      ისევ საინტერესოდ დაიწყო დღევანდელი ტრენინგი.ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი გაზეთის პრეზენტაციები,ერთობლივად მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა,კოლეგიალური რჩევები.გადავედით სახელმძღვანელოზე.დავიწყეთ მუშაობა მეხუთე მოდულზე : მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.(პროექტის გეგმა,თანასწორთა უკუკავშირი,ჯგუფებზე დაკვირვება,არასტრუქტურული გამოკითხვა)ამ შეფასების მეთოდებსა და მიზნებს.
გავეცანით გაზეთისთვის  შეფასების ჩეკლისტს, შეფასების რუბრიკას,ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ისინი,რა გავითვალისწინოთ რომ დასახულ მიზნამდე მივიდეთ.
ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე,შევიტანეთ ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების სტრატეგიები,მათი მიზნები და მეთოდები.
      ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო.ბევრი რამ ახალი იყო.საინტერესო იყო გაზეთის შეფასების რუბრიკისა და ჩეკლისტის შექმნა.ვიმედოვნებ რომ ხვალინდელი დღე ბევრად საიტერესოს წარიმარტება..... 

 
    

Комментариев нет:

Отправить комментарий