суббота, 30 сентября 2017 г.



     ტრენინგის მესამე დღე (მეორე მოდული)16.09.
  
      ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ თითოეული პედაგოგის მიერ  წარმოდგენილი  პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები, განვიხილეთ თითოეული მათგანი, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები თუ რისი შეცვლა ან დამატება იყო საჭირო.
დავიწყე  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. განვსაზღვრე სტანდარტები საგნების მიხედვით, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. ვიმუშავე მიმართულების საკვანძო კითხვებზე (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), რას მოიცავს თითოეული მათგანი,  რა განსხვავებაა მათ შორის.პროექტის გეგმის დეტალურად შედგენა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება პროექტის განხორციელებისათვის, რაც სასურველ შედეგზე გამიყვანს.
       ჩემთვის  ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი

Комментариев нет:

Отправить комментарий